როგორ ვიმოგზაუროთ სინგაპურში

უკან
თარიღი: 8/7/2025
სინგაპურიმოგზაურობა

თუ ისეთ ულტრათანამედროვე, მდიდარი კულტურითა და საოცარი ბუნებით დაჯილდოებული ქვეყნის მონახულებას გეგმავ, როგორიც სინგაპურია და არ იცი სავიზო პროცესები საიდან დაიწყო, სწორ ადგილას ხარ. დღევანდელ ბლოგში ყველა იმ პროცესს გაგაცნობ, რომელიც სინგაპურის ვიზის მიღებაში დაგეხმარება.

საქართველოს მოქალაქეებს გამარტივებული სავიზო პოლიტიკის ფარგლებში სინგაპურში მოგზაურობა ელექტრონული ვიზის დახმარებით შეგვიძლია, რომელიც სინგაპურის ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას 30 დღის განმავლობაში გვაძლევს.

ᲕᲘᲡ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲕᲘᲖᲐ?

საქართველოს მოქალაქეებს სინგაპურში ტურისტული, საქმიანი ან პირადი მიზნებისთვის ჩასვლისას სჭირდებათ ელექტრონული ვიზა. ეს არის ვიზა, რომელიც ონლაინ გაიცემა და მოგზაურობისას ბეჭდური ან ციფრული წარდგენა ხდება.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲘᲞᲝᲕᲝ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲕᲘᲖᲐ?

სინგაპურის ელექტრონული ვიზის მისაღებად შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი:

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ: სავიზო პროცესის პირველი ეტაპი ონლაინ პორტალზე რეგისტრაციაა. რეგისტრაციის დროს არ დაგავიწყდეს სწორად მიუთითო შენი მოგზაურობის მიზნობრიობა და პირადი მონაცემები.

ᲛᲔᲝᲠᲔ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ: შემდეგ ეტაპზე სავიზო პროცესისთვის საჭირო დოკუმენტების ატვირთვა მოგიწევს. აპლიკაციას თან უნდა დაურთო ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა : პასპორტის ასლი, ფერადი ფოტო-სურათი, სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამსახურის ცნობა და ფრენის ბილეთები.

ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ: დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ დრო დგება სავიზო მოსაკრებლის გადახდისა. სავიზო მოსაკრებლის გადახდა ონლაინ, საკრედიტო ბარათის დახმარებით ხდება.

ᲛᲔᲝᲗᲮᲔ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ: სავიზო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ სავიზო განხილვის პროცესი იწყება, რომელსაც საშუალოდ 3-დან 6 დღემდე პერიოდი სჭირდება. სავიზო პასუხს, ვიზასთან ერთად სავიზო აპლიკაციაში მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებ.

ᲛᲔᲮᲣᲗᲔ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ: სინგაპურში გამგზავრებამდე 3 დღით ადრე ე.წ arrival card-ის შევსებაა აუცილებელი.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝ?

  • პასპორტი: უნდა იყოს მოქმედი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
  • მოსამზადებელი დრო: ვიზის დამუშავებას რამდენიმე დღე სჭირდება, ამიტომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმე.
  • დოკუმენტების სიზუსტე: ყველა ინფორმაცია ზუსტად შეავსე, რადგან შეცდომა ვიზის უარყოფის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ:

სინგაპური მოგზაურებისთვის საკმაოდ მკაცრ წესებს აწესებს, ამიტომ:

  • საზღვარზე მზად იყავი დამატებითი კითხვებისთვის.
  • ჩაალაგე ნივთები მათი რეგულაციების მიხედვით – არაუშავდეს აკრძალული ნივთები, მაგალითად, საღეჭი რეზინა.
  • მზად გქონდეს ვიზის ციფრული ვერსია.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.