
იკონსულის სავიზო მომსახურების სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივდება, მომსახურების ღირებულების გადახდის სისტემას TBC-ის ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატები და TBC pay-ს ვებ-გვერდი დაემატა, შესაბამისად, თიბისის მობილური აპლიკაციიდან, ვებ-გვერდიდან ან გადახდის აპარატებიდან რამდენიმე ოპერაციის განხორციელებით შეძლებ სავიზო მომსახურების თანხის მარტივად გადახდას.
დღეს ამ ბლოგში გაგიზიარებ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადო მომსახურების ღირებულება TBC-ის მობაილბანკიდან
მაშ ასე, დავიწყოთ:
პირველ რიგში შედიხარ მობაილ-ბანკში, ქვედა ნაწილში ირჩევ კომუნალურს და იწყებ ახალ გადახდას.
ახალი გადახდის დაწყების შემდეგ გამოგიჩნდება სხვადასხვა ტიპის გადახდები,რომელთა შორის უნდა აირჩიო სხვადასხვა და ჩაწერო იკონსული.

მას შემდეგ, რაც გვიპოვი, შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითო იდენტიფიკატორი, იგივე ინვოისის ნომერი (ინვოისის ნომერი, რომელიც არის 9 ციფრიანი, მითითებული იქნება ჩვენგან გადმოგზავნილ ინვოისში). ნომრის მითითების შემდეგ გამოგიჩნდება აბონენტის მონაცემები, თუ რა სერვისისთვის და რამდენს იხდი თანხას. პირობითად, თუ სარგებლობ აშშ-ის სრული სავიზო მომსახურების + საკონსულოს თარიღის გადაჯავშნის სერვისებით, ერთი მომხმარებლისთვის, გამოგიჩნდება მონაცემები, როგორც მე5 სურათზეა ნაჩვენები.
ბოლო ეტაპზე კიდევ ერთხელ გადაამოწმებ მონაცემებს, დარწმუნდები რომ ბარათზე ნამდვილად გაქვს გადახდისთვის საჭირო თანხა და საბოლოოდ დაადასტურებ გადახდას.

სულ ეს არის, დღეიდან მომსახურების ღირებულების გადახდა შეგიძლია როგორც ბანკში და TBC-ის გადახდის აპარატებზე, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.