
გილოცავთ, თქვენი ვიზა დამტკიცებულია! – ეს ის სიტყვებია, რომლის მოსმენაც აშშ_ს ვიზის მსურველი ყველა აპლიკანტისთვის სასიხარულოა. Უარყოფითი პასუხი კი ბუნებრივია უარყოფით ემოციებთან და ხშირად დაბნეულობასთანაც ასოცირდება.
ვიზის გაცემის ან არგაცემის გადაწყვეტილებას უშუალოდ კონსულ-ოფიცერი იღებს, მან რამდენიმე წუთში უნდა გადაწყვიტოს ეკუთვნის თუ არა აპლიკანტს ვიზა. შესაბამისად, Საქმეთა უმრავლესობა მოკლე გასაუბრებისა და განმცხადებლის მიერ წარდგენილი კავშირებისა დოკუმენტაციის დასაბუთების განხილვის შედეგად წყდება. რაც შეეხება უარყოფით გადაწყვეტილებას, კონსული აშშ-ს ვიზაზე უარყოფით პასუხს გასცემს იმიგრაციისა და მოქალაქეობის (INA) 214 ბ პუნქტის თანახმად, რაშიც მოიაზრება რომ უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე ითვლება იმიგრანტად, სანამ განაცხადის შეტანისას იგი არ დაუმტკიცებს საკონსულოს ოფიცერს, რომ უფლება აქვს მიენიჭოს არაემიგრანტის სტატუსი.
სამუდამოა თუ არა აშშ_ს ვიზაზე უარი იმიგრაციისა და მოქალაქეობის 214(b) პუნქტის საფუძველზე
აშშ-ს არასაიმიგრაციო ვიზაზე ერთხელ უარი არ ნიშნავს შემდეგ უარს, შესაბამისად უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში აპლიკანტს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს ახალი განაცხადი. Სამწუხაროდ, ბევრი აპლიკანტი ფიქრობს, რომ ერთხელ მიღებული უარყოფითი პასუხი სამუდამოა, რაც სრული სიცრუეა. Ამიტომ, თუ ერთხელ ან რამდენჯერმე გაქვს აშშ_ს ვიზაზე უარყოფითი პასუხი მიღებული, არ დანებდე, ყოველი ახალი განაცხადი ახალი შანსია. Ქვემოთ კი დეტალურად მოგიყვებით როგორ უნდა გაზარდო წარმატებული განაცხადის შანსები.
როგორ უნდა მოვიქცე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში?
უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, თქვენ განმეორებით უნდა გაიაროთ ყველა ის ეტაპი, რაც აქამდე გაიარეთ. Პირველ რიგში, აწესრიგებთ თქვენს პროფილს, თუ ამჯერად სხვა ქვეყანაში გსურთ გასაუბრების გავლა, უნდა გადაიტანოთ არსებული პროფილი იმ ქვეყანაში, რომელშიც აპირებთ გასაუბრების ჩანიშვნას, სხვა შემთხვევაში პროფილის გადატანა საჭირო არ არის, ამის შემდეგ იხდით სავიზო მოსაკრებელს, ავსებთ აპლიკაციას და ნიშნავთ გასაუბრების თარიღს.
Უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, კონსულისგან ხშირად დასმული კითხვაა თუ რა შეიცვალა თქვენს საქმეში გასაუბრებიდან გასაუბრებამდე. Სწორედ ამიტომ, სანამ განმეორებით გასაუბრებას ჩანიშნავთ, უმჯობესია გარკვეული დრო იყოს გასული, რათა შეძლოთ თქვენს საქმეში გარკვეული ცვლილებების განხორციელება და კონსულს გასცეთ მყარი პასუხი.
რა უნდა გავითვალისწინო გასაუბრებიდან გასაუბრებამდე?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უარის შემდგომ, გასაუბრებაზე კონსულს უნდა დავანახოთ ყველა ის ცვლილება, რაც ჩვენს საქმეში ფიქსირდება. განაცხადის ხელახლა შეტანამდე კი, შეიძლება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმაროთ:
- Რა შევცვალე ჩემს საქმეში, მას შემდეგ რაც მივიღე უარყოფითი პასუხი?
- სწორად ავხსენი თუ არა ჩემი მდგომარეობა?
- რაიმე ხომ არ გამორჩა საკონსულოს ოფიცერს?
- არსებობს თუ არა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შემიძლია წარვადგინო საზღვარგარეთ ჩემი საცხოვრებლისა და მჭიდრო კავშირების დასამტკიცებლად?
მჭიდრო კავშირების ცნება განსხვავდება ქვეყნების, ქალაქების მიხედვით და პიროვნული ნიშნით. კავშირებს შეიძლება წარმოადგენდეს სამსახური, სახლი, ოჯახი, საბანკო ანგარიში. „კავშირები” – ეს არის თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი, რომლებიც თქვენს ქვეყანასთან მიჯაჭვას განაპირობებს: ქონება, სამსახური, სოციალური და ოჯახური ურთიერთობები. Შესაძლოა კონსულმა ვერ დაინახა შესაბამისი კავშირები, რის საფუძველზედაც მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, ამიტომ უმჯობესია განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ იმ გარემოებებზე, რაც თქვენს ქვეყანაში აუცილებლად დაგაბრუნებთ. ასევე, შესაძლებელია ფურცელზე ჩამოწეროთ თუ რა კავშირები გაგაჩნიათ, რომელიც ვიზის მიღების უფლებას გაძლევთ და, რომელიც, შესაძლოა, საკონსულოს ოფიცერთან გასაუბრების დროს არ იქნა სათანადოდ შეფასებული. უარის შემთხვევაში, აგრეთვე, უნდა გადახედოთ კონსულთან განსახილველად წარდგენილ დოკუმენტებს.
ამრიგად, ვიზაზე ახალი განაცხადის გაკეთებას ყოველთვის აქვს აზრი, მთავარია იყოთ სათანადოდ მომზადებული, კარგად იცნობდეთ თქვენს საქმეს და იყოთ მზად კონსულისგან მოსალოდნელ კითხვებზე პასუხის გასაცემად.
თუ რამდენჯერმე მიიღე ვიზაზე უარყოფითი პასუხი და ფიქრობ რომ პროცესებში პროფესიონალი გუნდის დახმარება გჭირდება, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენი გუნდი კი მალევე დაგიკავშირდება.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.