
არ აქვს მნიშვნელობა ხშირად მოგზაურობ თუ არა, აეროპორტში ერთხელ მაინც მოხვედრის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ინფორმაციას ფლობდე უსაფრთხოების ნორმების შესახებ, რომ მგზავრობამ დამატებითი დისკომფორტების გარეშე ჩაიაროს. სწორედ ამიტომ, დღეს ამ ბლოგში გაგიზიარებთ იმ საგნების ჩამონათვალს, რომელთა ხელბარგში მოთავსებაც აკრძალულია:
საბრძოლო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი:
- ნებისმიერი კალიბრის მქონე იარაღი
- ნებისმიერი ფილთა/საფანტის თოფი და ტყვიამფრქვევი
- ყალბი ცეცხლსასროლი იარაღი ან სათამაშო საბრძოლო საშუალებები
- პნევმატიკური და სათამაშო თოფი
- შენიღბული იარაღი (მაგ.: ჯიბის დანა)
- სასტარტო პისტოლეტი
- იარაღის ნაწილები (გარდა ტელესკოპური სამიზნე დაფებისა ან სამიზნე დაფებისა)
- იარაღი მრგვალი პლასტმასის ან მეტალის ტყვიებით
- თოფი ზუსტი სამიზნით
- ჭურვმტყორცნი და შურდული
- ელექტროშოკის მოწყობილობა
- იარაღის ფორმის სანთებელა
- ქარხნული წარმოების ჭანჭიკი, ლურსმანი და ჰარპუნის სასროლი იარაღი
- მშვილდი და ისრები
- ჰარპუნის სასროლი იარაღი
- დასაძინებელი ინექციის მოწყობილობა ცხოველებისთვის
- საღებავის გამომტყორცნი იარაღები
- პისტოლეტები და კაფსულები
ბასრი პირის მქონე საგნები და იარაღები
- ნებისმიერი სახის ნაჯახი
- ისრები და შუბები
- ლახვარი, შუბი , ჰარპუნი, კაუჭი, ყინულმჭრელი
- დასაკეპი, დასაჭრელი მოწყობილობა
- გამშვები მექანიზმი
- კავი, ხანჯალი
- დასაკეცი (ფიქსატორიანი)დანა, ხმლის პირი, ხმალი, ხიშტი
- ბასრპირიანი და წვეტიანი დანები, ჯიბის დანა, სანადირო დანები
- მყვინთავის აღჭურვილობა (ჟანგბადის მილი, მყვინთავის დანა)
- მთამსვლელის აღჭურვილობა (საფხეკი, ჩაქუჩი, ალპინისტის ნაჯახი და სხვ.)
- მაკრატელი, ყინულმჭრელი, მეტალის საჭრელი
- სამართებელი და საპარსის პირები, ფრჩხილების ქლიბი
- ნემსები, კორპსაძრობი
- სათხილამურო, სასიარულო და საცოცი ჯოხები
- დაშნა
- ქოლგა
- დანა შესაცვლელი პირებით/საკანცელარიო დანა
- ნებისმიერი საგანი, რაც გამოიყენება საბრძოლველად, თავდასხმისათვის ან თავდაცვისათვის (გრძელი ჯოხები, ხმლები, ტელესკოპური ხელკეტები, კასტეტი, ხიშტი, ბუნიკიანი კვერთხი, მათრახი, გასაგუდი მავთული ან ჯაჭვი, შამფურის ჯოხები, ნუნჩაკი (აღმოსავლური სამხედრო იარაღი და სხვ.) )
- ციგურები
- ყველა სახის ხუროს ხელსაწყო (ჩაქუჩი, სახრახნისი, დრელი, ხერხი და სხვ.)
- ბასრი პირის მქონე სამედიცინო ხელსაწყოები (ლანცეტი, სკალპელი და სხვ.)
- სუფრის მოწყობილობა (კოვზი, დანა, ჩანგალი)
- ჰიპოდერმული ნემსები
- ბატარეაზე მომუშავე ქანჩის ჩასახრახნი, დრელი და მისი შესაცვლელი თავები
- ელექტრო ხერხი
აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები:
- ფითილი და დეტონატორი
- დინამიტი და მისი ყალბი ნიმუშები (იმიტაცია)
- პიროტექნიკური საშუალებები (რეაქტიული იარაღი)
- ხელყუმბარა და მისი ყალბი ნიმუშები (იმიტაცია)
- პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება
- ასაფეთქებელი ნივთიერების ყალბი ნიმუშები (იმიტაცია)
- ნაღმი, დენთი და სხვა საბრძოლო საქონელი
- საბრძოლო საშუალებები და ტექნიკა
- აალებადი სითხეები (ბენზინი, ბენზოლი, დიზელი, ალკოჰოლი, ეთანოლი, გაზოილი და სხვ.)
- პულივიზატორიანი საღებავები
- გამხსნელი და სკიპიდარი
- გაზი და გაზის ბალონები (ჟანგბადი, პროპანი, ბუტანი, აცეტონი)
- სითხე და გაზი სანთებელასთვის
- აალებადი საგნების ყალბი ნიმუშები (იმიტაცია)
- ასანთი, რომელიც ინთება ყველა სახის ზედაპირზე
- სასმელები 70%-იანი და მეტი ალკოჰოლის შემცველობით.
საგნები ბასრი პირის ან წამახვილებული დაბოლოების გარეშე:
- გოლფის, კრიკეტის ან ბეისბოლის ჯოხი
- ჰოკიჯოხი
- ნიჩბები (კანოე და სხვ.)
- ხუნდები
- ჩოგნები (ტენისი, სკვოში)
- ლაკროსის ჯოხები
- ნებისმიერი სახის კიი (ბილიარდი და სხვ.)
- სკეიტბორდი
- სათევზაო აღჭურვილობა და სათევზაო ხელსაწყოები
- ნებისმიერი სახის ხელკეტი ან ჯოხი
- სათხილამურო აღჭურვილობა
- თოკი, ტროსი
- სერფინგის დაფა
ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები
- მჟავები და გალვანური ელემენტები
- რადიოაქტიური მასალები
- მშრალი ყინული (2კგ-ზე მეტი)
- თვითაალებადი ნივთიერებები და ცეცხლმაქრები
- ძაღლების დასაშინებელი ნივთიერება
- საწამლავი
- ნივთიერებები, რომლის საშუალებითაც გადადის ინფექცია და ქმნის ბიოლოგიურ საფრთხეს (სეპტიკური სისხლი, ბაქტერია და ვირუსები)
- პულვიზატორიანი სითხეები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქმედუნარიანობისა და თავდაცვის შეზღუდვა (წიწაკის აეროზოლი, ცრემლსადენი გაზები, CN და CS გაზები, რომლებიც ბრელოკს ჰგავს)
- ქლორი და მათეთრებელი ნივთიერება
- შეკუმშული გაზის ბალონები
- სახეხი ნივთიერებები
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.