ყველაფერი რაც უნდა იცოდე eta il-ს შესახებ

უკან
თარიღი: 8/13/2024
მოგზაურობა

ETA-IL, იგივე Electronic Travel Authorization – Israel, არის ისრაელის მთავრობის მიერ შემუშავებული ელექტრონული ავტორიზაციის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, გადაკვეთონ ისრაელის საზღვარი მოკლევადიანი ვიზიტით, ვიზის გარეშე. ETA-IL ითვალისწინებს ელექტრონული განაცხადის შევსებას, რაც ადასტურებს მგზავრის ისრაელში შესვლის უფლებას. განაცხადის პროცესი მოიცავს პირადი მონაცემებისა და ვიზიტის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ელექტრონულად. მგზავრმა განაცხადი უნდა გააკეთოს გამგზავრებამდე მინიმუმ 72 საათით ადრე, ერთხელ დადასტურების შემდეგ კი ვალიდურია ორი წლის განმავლობაში და მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად. ETA-IL 2025 წლის იანვრიდან სრულად ამოქმედდება, მანამდე კი საპილოტე რეჟიმში მუშაობს და მისი მიზანი ისრაელის საზღვარზე ერთჯერადი შესვლის უარყოფის შემცირებაა.

როგორ მოვითხოვო ETA-IL?

იმისათვის, რომ მოითხოვო და მიიღო ელექტრონული ავტორიზაციის სისტემა, უნდა გაიარო გარკვეული ეტაპები:

ნაბიჯი 1: უფლებამოსილების დადასტურება

იმ ქვეყნის პასპორტის მფლობელები, რომლებსაც აქვთ ისრაელთან უვიზო მიმოსვლა, არიან კვალიფიცირებულნი ETA-IL-ის მოთხოვნისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია რომ მგზავრი ისრაელში მოკლევადიანი ვიზიტით მიემგზავრებოდეს. რაც შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, როგორებიცაა სწავლა, მუშაობა და სხვა, აუცილებელია შესაბამისი კატეგორიის ვიზის მოთხოვნა. ხარ თუ არა კვალიფიციური ელექტრონული ავტორიზაციის სისტემის მოთხოვნისთვის, შეგიძლია შემდეგ ბმულზე გაიგო: eligibilitynational – ETA-IL

ნაბიჯი 2: განაცხადის გაკეთება ETA-IL-ის ონლაინ პლატფორმაზე

განაცხადის გაკეთებისას მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილო თუ რომელ ბმულზე ავსებ განაცხადს, ETA-IL ივსება ისრაელის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომლის დომეინიცაა gov.il

სანამ განაცხადის შევსებას დაიწყებ, დარწმუნდი რომ ფლობ შემდეგ საბუთებსა და ინფორმაციას:

მოქმედი პასპორტი (პასპორტი, რომელსაც ასევე გამოიყენებ ისრაელის საზღვრის კვეთისთვის)

პერსონალური ინფორმაცია

ისრაელში გაფრენის დრო და დარჩენის ხანგრძლივობა (საჭირო არ არის ფრენის ბილეთების წარდგენა)

ვალიდური მეილი, რომელზეც წვდომა გაქვს

მას შემდეგ რაც გახსნი ETA-IL-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს, დააკლიკე ‘’start application’’ ღილაკს და გაჰყევი შესაბამის ინსტრუქციებს. ასევე, გაითვალისწინე, რომ აპლიკაციის შესავსებად გაქვს 30 წუთი.

რა ინფორმაციის გაზიარება მოგიწევს აპლიკაციაში?

პირველ რიგში განაცხადში უთითებ ვისთვის ავსებ აპლიკაციას, შენთვის თუ სხვა პიროვნებისთვის, რის შემდეგაც გადიხარ იმეილ ვერიფიკაციას და იწყებ სამოგზაურო ინფორმაციის შევსებას, სადაც ეთითება ისრაელში გამგზავრების მიზნობრიობა, ქვეყანაში შესვლისა და დარჩენის ხანგრძლივობა. რის შემდეგაც იწყებ სამოგზაურო დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას მაგალითად როგორებიცაა: ეროვნება, სქესი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი, პასპორტის მოქმედებისა და გაცემის ვადები. შემდეგი ეტაპი პერსონალური ინფორმაციის მითითებაა, სადა უნდა შეიყვანო ოჯახური მდგომარეობის სტატუსი, მშობლებს სრული სახელი და გვარი, მობილურის ნომერი, საცხოვრებელი ქვეყანა და ქალაქი, ხარ თუ არა დასაქმებული. ასევე, შეგყავს ინფორმაცია შენი სამოგზაურო ისტორიის შესახებ თუ რომელ ქვეყნებში, როდის და რა მიზნობრიობით გიმოგზაურია.
საბოლოო ეტაპზე კიდევ ერთხელ გადახედავ შეყვანილ ინფორმაციას, დარწმუნდები რომ მონაცემები სწორად გაქვს შეყვანილი და ადასტურებ.

ნაბიჯი 3: ETA-IL-ის შედეგები

აპლიკაციის დადასტურების შემდეგ, პასუხი სტანდარტულად 72 საათში იგზავნება. თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განხილვის პროცესს მეტი დრო დასჭირდეს.
(თუ 72 საათის განმავლობაში მეილს არ მიიღებ, გადაამოწმე სპამების განყოფილება.)
მას შემდეგ რაც დასრულდება აპლიკაციის განხილვა მიიღებ ორი პასუხიდან ერთ-ერთს, დადებითს ან უარყოფითს.

ETA-IL-ის დადასტურება

თუ შენი აპლიკაცია დადასტურდება, მეილზე მიიღებ შემდეგი სახის დასტურს

შენი დასტური ავტომატურად აისახება სისტემაში და საზღვარზე ამის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირდება, თუმცა, რაიმე სახის გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად გირჩევთ დასტურის ფურცელი ამობეჭდოთ და გამგზავრებისას თან იქონიოთ.

ETA-IL-ის უარყოფა

განაცხადზე უარყოფითი პასუხის გაცემის მიზეზი შესაძლოა იყოს წარსულში არსებული დეპორტი ქვეყნიდან, უსაფრთხოების ნორმები და ასევე, შესაძლოა განაცხადში მითითებული მგზავრობის მიზნობრიობა და ქვეყანაში დარჩენის პერიოდი შეესაბამებოდეს ვიზის მიღებას, რის გამოც გითხრან უარი ელექტრონული ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირებით. აპლიკაციის უარყოფის შემთხვევაში მიიღებ მეილს,სადაც მოცემული იქნება რომ შენი აპლიკაცია უარყოფილია და მისი პასუხის ცვლილება არ მოხდება.

ETA-IL-ის დამტკიცების გარეშე, ვერ შეძლებ ისრაელის საზღვრის კვეთას.მსგავს სიტუაციაში შეგიძლია მოითხოვო ტურისტული ვიზა შენი საცხოვრებელ ქვეყანაში არსებულ ისრაელის საელჩოში ან მოგიწვიოს ისრაელიდან ისრაელმა პიროვნებამ.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.