ᲞᲐᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ- ᲐᲠᲢᲔᲤᲐᲥᲢᲘᲓᲐᲜ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐᲛᲓᲔ

პასპორტი — ერთი შეხედვით უბრალო დოკუმენტი, რომელიც მოგზაურობისთვის გვჭირდება, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. ის ისტორიას, კულტურასა და ტექნოლოგიის პროგრესს ასახავს. პასპორტის ევოლუცია გვიყვება ადამიანის გადაადგილების, იდენტობის დაცვისა და სახელმწიფოების საზღვრების კონტროლის შესახებ.

ᲫᲕᲔᲚᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ

პასპორტის ფესვები უძველესი სამყაროდან მოდის. ძველ ეგვიპტეში და ბაბილონში ადამიანების იდენტიფიცირებისთვის სპეციალურ დოკუმენტებს იყენებდნენ. ძველ ეგვიპტეში ისლამიზაციის საწყის პერიოდში მკაცრი საპასპორტო სისტემა მოქმედება, ვინაიდან არც ერთი ოლქის მოსახლეს არ შეეძლო დაეტოვებინა საკუთარი ადგილსამყოფელი ხელისუფლის ნებართვის გარეშე, ასეთ პასპორტს “სიჯილი” ეწოდებოდა და პაპირუსისგან მზადდებოდა.

ეს დოკუმენტები შეიცავდა: პიროვნების ფიზიკურ აღწერილობას, სოციალურ სტატუსსა და ოჯახურ კავშირებს. იმ დროისთვის არსებული მსგავსი სახის ყველა დოკუმენტი გამოიყენებოდა პიროვნების იდენტიფიცირებისთვის და სამოგზაურო ნებართვისთვის. მათი მიზანი კი გადაადგილებასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიაც იყო.

ᲨᲣᲐ ᲡᲐᲣᲙᲣᲜᲔᲔᲑᲘ

შუა საუკუნეებიდან პასპორტი გადაადგილების ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტი გახდა, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევდა დაეტოვებინა ქალაქი ან ქვეყანა და გადაადგილებულიყო.

პირველად მე-14 საუკუნეში, ინგლისში, მეფე ჰენრი მეხუთემ გასცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა პიროვნების წარმომავლობას, თუ რომელ მიწაზე ცხოვრობდა ის, ეთნოსსა და მფლობელის ვიზუალურ დახასიათებას. ხოლო 1540 წელს, ინგლისში მოგზაურობის დოკუმენტების გაცემის პასუხისმგებლობა ინგლისის საიდუმლო საბჭოს დაეკისრა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტერმინ “პასპორტის” გამოყენება.

ისლამურ სამყაროში კი პასპორტის მსგავსი დოკუმენტი მხოლოდ ვაჭრებისა და მეცნიერებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებსაც გზის უსაფრთხოდ გავლისთვის იღებდნენ. როგორც ვხედავთ არსებული დოკუმენტი, ოფიციალური სამოგზაურო ნებართვაზე მეტად სანდოობის წყარო იყო. ამასთან ერთად შუა საუკუნეების ევროპაში ასეთი ტიპის დოკუმენტები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაიცემოდა და მასში აღნიშნული იყო ის რეგიონები სადაც მფლობელს მოგზაურობა შეეძლო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეოცე საუკუნემდე პასპორტში მხოლოდ ტექსტური ველები, სადაც მფლობელის ფიზიკური მონაცემები იყო შეყვანილი.

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲝᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘ

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა, და გაჩნდა პასპორტის სტანდარტიზაციის აუცილებლობა, რათა თავიდან აეცილებინათ უცხო ქვეყნების ჯაშუშების შეღწევა და ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის გადინება.

1920 წელს ერთა ლიგის კონფერენციაზე პირველად ჩამოყალიბდა პასპორტის სტანდარტული ფორმატი, რაც პასპორტის საერთაშორისო გამოყენებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ᲛᲔᲝᲠᲔ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲝᲛᲘ ᲓᲐ ᲪᲘᲕᲘ ᲝᲛᲘᲡ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘ

მეორე მსოფლიო ომის დროსა და ცივი ომის პერიოდში პასპორტი გახდა პოლიტიკური იარაღი. ის გამოიყენებოდა როგორც მიგრაციის კონტროლის ინსტრუმენტი, ისე ეროვნული სტატუსისა და სანდოობის სიმბოლო.

ამავე პერიოდში გაჩნდა სპეციალური პასპორტები ლტოლვილებისთვის, მაგალითად, ნანსენის პასპორტი, რომელიც ლტოლვილებს გადაადგილების უფლებას აძლევდა.

ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲞᲐᲡᲞᲝᲠᲢᲘ

ბიომეტრიისა და ტექნოლოგიის განვითარებამ პასპორტი კიდევ უფრო დახვეწა. 2010 წლიდან სახელმწიფოები მექანიკურად კითხვად პასპორტებს იყენებენ, რომელიც შეიცავს მგზავრის ბიომეტრიულ და სხვა სახის მონაცემებს, როგორიცაა სახის ციფრული გამოსახულები, თითების და თვალის ფერადი გარსის გამოსახულება.

პასპორტი არ არის მხოლოდ დოკუმენტი, არამედ კულტურული არტეფაქტი, რომელიც ქვეყნის იდენტობას ასახავს. დღეს ზოგიერთი ქვეყანა პასპორტის დიზაინში ეროვნული სიმბოლოებსა და კულტურულ მახასიათებლებს იყენებს. მაგალითად, ნორვეგიის პასპორტში ჩრდილოეთის ნათებაა გამოსახული, ხოლო ავსტრალიის პასპორტი აჩვენებს აბორიგენების სიმბოლოებს.

ᲞᲐᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ

ციფრული პასპორტების დანერგვა და მათი გამოყენების გეგმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტუალური თემაა. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ციფრული სამოგზაურო პასპორტების შემოღებაზე, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ყველა საჭირო ინფორმაცია ციფრულ ფორმატში შეინახონ და გამოიყენონ მოგზაურობისას.

პირველი ქყევანა, რომელმაც ციფრულ პასპორტებზე მუშაობა დაიწყო- ფინეთია. ფინეთმა 2024 წლის აგვისტოში დაიწყო ციფრული პასპორტების საპილოტე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური პასპორტების ციფრული ალტერნატივით ჩანაცვლებას.

ეს ინიციატივა ფინეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სმარტფონებში ჩაშენებული ციფრული პასპორტების გამოყენებით გადაკვეთონ საზღვრები. საპილოტე სისტემაში მონაწილე მგზავრებს შეუძლიათ წინასწარ გაგზავნონ თავიანთი მონაცემები სასაზღვრო ორგანოებთან, რაც აჩქარებს კონტროლის პროცესს და ამცირებს რიგებს. ევროკომისია აფინანსებს ამ პროექტს და მისი წარმატების შემთხვევაში, იგეგმება ციფრული პასპორტების დანერგვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. ამჟამად, პროგრამა ტესტირების ფაზაშია და მისი შედეგები შეფასების პროცესშია. თუ სისტემა შეუფერხებლად იმუშავებს, იგეგმება მისი დანერგვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში

ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ

პასპორტის ისტორია იწყება როგორც უბრალო ნებართვა, რომელიც უზრუნველყოფდა გადაადგილების უფლებას. საუკუნეების განმავლობაში ის გახდა საერთაშორისო იდენტობის, უსაფრთხოების და ეროვნული იდენტობის გამოხატულება. პასპორტის ევოლუცია გვაჩვენებს, როგორ იცვლებოდა მსოფლიო. და ახლა, როცა ბიომეტრია და ციფრული ტექნოლოგია აქტიურად ვითარდება, ისიც საინტერესოა, რა იქნება პასპორტის მომავალი. იქნებ ერთ დღეს პასპორტი სრულად ციფრული გახდეს.

Icon Icon
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება:

✅  პროფესონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პრცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

🗒️  პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️  დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔  პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲  ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.

სხვა პოპულარული თემები