5 ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲣᲨᲕᲐ DS-160-ᲘᲡ ᲨᲔᲕᲡᲔᲑᲘᲡᲐᲡ

ამერიკის სავიზო პროცესში DS-160-ის შევსება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ვინაიდან, DS160 არის აპლიკაცია, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ჩვენი მოგზაურობის დეტალების და ჩვენ შესახებ. სწორედ გასაუბრებისა და DS160-ზე დაყრდნობით იღებს კონსულ-ოფიცერი გადაწყვეტილებას, ამიტომ მისი ზედმიწევნით ზუსტად შევსება მნიშვნელოვანია.

მცირე შეცდომებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დააბრკოლოს სავიზო განაცხადის დამუშავება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილო მსგავსი სიტუაცია, გაეცანი 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას და იმას, თუ როგორ უნდა მოიქცე მათი თავიდან ასაცილებლად.

1. ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐᲡ ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲢᲐᲜᲐ

DS160-ში შეგყავს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: სახელი (ლათინურად), გვარი(ლათინურად), სქესი, პასპორტის ნომერი, ნაციონალობა და დაბადების თარიღი. ვიზის აღების დროს კი ეს ინფორმაცია შენს პასპორტში გადადის, არასწორად შეყვანილმა ინფორმაციამ კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვიზას ან საზღვრის კვეთის პრობლემა გამოიწვიოს.

ამიტომ დარწმუნდი, რომ აპლიკაციაში პირადი მონაცემი ზუსტად ისე გადაგაქვს, როგორც ეს შენს ოფიციალურ დოკუმენტებში, მაგალითად პასპორტშია მოცემული.

2.ᲐᲠᲐᲖᲣᲡᲢᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

სავიზო აპლიკაციის შევსებისას მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფორმაცია იყოს ზუსტი, განახლებული და სრულყოფილი. ნებისმიერი არაზუსტი, არასრული ან მოძველებული ინფორმაცია შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი აპლიკაცია და ვიზაზე უარის თქმის მიზეზად იქცეს.

დარწმუნდი, რომ შენი სამუშაო ისტორია ზუსტად ემთხვევა იმ მონაცემებს, რომელთა დადასტურებაც შეგიძლია ოფიციალური დოკუმენტებით. ამასთან ერთად დეტალურად მიუთითე ყველა ვიზიტი სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აშშ-ში და არ დაგავიწყდეს ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის შეყვანაც.

3. ᲐᲠᲐᲡᲬᲝᲠᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ ᲐᲢᲕᲘᲠᲗᲕᲐ

სავიზო ფოტოსთვის სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია. არასწორი ზომის, განათების ან ხარისხის ფოტო შესაძლოა თქვენი ვიზის განაცხადის უარყოფის მიზეზი გახდეს.

უმნიშვნელოვანესია, რომ სავიზო აპლიკაციის ფოტო იყოს ახალი, მაქსიმუმ ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული. სახე იყოს მკაფიოდ აღქმადი, თვალები გახელილი და გადაღებული იყოს თეთრს ფონზე.

4.ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲘᲡ ᲑᲣᲜᲓᲝᲕᲐᲜᲔᲑᲐ

DS-160 ფორმის შევსებისას მნიშვნელოვანია, რომ შენი მოგზაურობის მიზანი იყოს მკაფიოდ და ზუსტად აღწერილი. მოერიდე ბუნდოვან ან არასწორ ინფორმაციას და დარწმუნდით, რომ ყველა დეტალი შეესაბამება შენს გეგმებსა და თანდართულ დოკუმენტებს.

ყოველთვის შეამოწმე, რომ შენი პასუხები თანმიმდევრულია და მზად იყავი გასაუბრებაზე ამომწურავი პასუხებისთვის.

5.ᲓᲐᲡᲢᲣᲠᲘᲡ ᲙᲝᲓᲘᲡ ᲣᲒᲣᲚᲔᲑᲔᲚᲧᲝᲤᲐ

DS-160 ფორმის შევსების შემდეგ, Confirmation Page-ის შენახვა აუცილებელია. ეს დოკუმენტი შენი სავიზო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და მის გარეშე საკონსულოში გასაუბრებაზე ვერ გახვალ.

სწორედ ამიტომ სავიზო აპლიკაციის შემდეგ ჩამოტვირთე და საიმედო ადგილას შეინახე სრული აპლიკაცია.

ᲨᲔᲯᲐᲛᲔᲑᲐ

DS-160 ფორმის შევსება ყურადღებასა და სიზუსტეს მოითხოვს. თითოეულ კითხვაზე ზუსტი და სრულყოფილი პასუხი შენი სავიზო განაცხადის წარმატების გარანტიაა. არ დაგავიწყდეს, რომ ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაცია ან უპასუხისმგებლო მიდგომა შესაძლოა უარყოფის მიზეზი გახდეს. ყოველთვის გადაამოწმე ინფორმაცია და მოამზადე საჭირო დოკუმენტაცია.
საჭიროების შემთხვევაში, მიმართე პროფესიონალებს, რომლებიც დაგეხმარებიან სავიზო პროცესის თითოეული ეტაპის წარმატებით გავლაში.

Icon Icon
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება:

✅  პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

🗒️  პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️  დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔  პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲  ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.

სხვა პოპულარული თემები