ᲛᲝᲐᲛᲖᲐᲓᲔᲗ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ცხოველის შესაბამისად მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. წინასწარ უნდა გაიგოთ, რა დოკუმენტაცია და ვაქცინები სჭირდება ცხოველს.
ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ
საჭიროა, რომ ცხოველს ჰქონდეს ვეტერინარის მიერ გაცემული ჯანმრთელობის სერტიფიკატი, ცოფის ვაქცინაციის სერტიფიკატი, მიკროჩიპი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნებს შეესაბამება.
ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲔᲑᲘ
ყოველ სახელმწიფოს თავისი წესები აქვს ცხოველების ქვეყანაში შესვლისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყნის კანონები გაითვალისწინოთ. შეცდომამ ან დოკუმენტების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოველის ქვეყანაში შესვლის უარყოფა ან კარანტინში გადაყვანა.
ᲒᲐᲐᲠᲙᲕᲘᲔ ᲙᲝᲜᲙᲠᲔᲢᲣᲚᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲔᲑᲘ
სანამ ცხოველთან ერთად მოგზაურობას დაიწყებ, საჭიროა გაიგო თითოეული ქვეყნის წესები, სადაც თქვენმა ცხოველმა უნდა იმოგზაუროს. ეს მოიცავს მიკროჩიპს, ვაქცინაციას, ჯანმრთელობის სერტიფიკატს და სხვა საჭირო დოკუმენტებს.
ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔ ᲐᲕᲘᲐᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
ხშირად ავიაკომპანიებს საკუთარი პოლიტიკა აქვთ ცხოველების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ზოგი ავიაკომპანია მოითხოვს ცხოველების გადამზიდველების გამოყენებას, ხოლო სხვები ჩვეულებრივ იშვიათ შემთხვევაში უშვებენ ცხოველებს ბორტზე.
ᲒᲐᲓᲐᲘᲮᲐᲓᲔ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲡᲐᲤᲐᲡᲣᲠᲘ
ცხოველთან ერთად მოგზაურობა ხშირად გულისხმობს დამატებით გადასახადებს. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ მოიძიო ინფორმაცია ყველა იმ საფასურის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ცხოველის ტრანსპორტირებასთან.
დიდ ბრიტანეთში ცხოველთან ერთად მოგზაურობისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის გავლაა სავალდებულო:
მირკოჩიპირება – ცხოველი ჩიპირებული უნდა იყოს ცოფის ვაქცინის გაკეთებამდე;
ცხოველის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინირება – ცხოველი ვაქცინირებული უნდა იყოს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობამდე მინიმუმ 21 დღით ადრე;
სამოგზაურო დოკუმენტი – ვეტერინარისგან სამოგზაურო დოკუმენტის მიღება;
მკურნალობა ჭიაზე – ძაღლის ყოლის შემთხვევაში, ძაღლის ჭიის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩატარებული უნდა ჰქონდეს დიდ ბრიტანეთში სტუმრობამდე მაქსიმუმ 5 დღით და მინიმუმ 24 საათით ადრე;
დეკლარაციის შევსება – იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის გაყიდვას ან მისი პატრონობის სხვისთვის გადაცემას არ აპირებთ, საჭიროა დეკლარაციის შევსება.
იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის მფლობელი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პირობას არ გაითვალისწინებს, შესაძლოა ცხოველი გადაიყვანონ კარანტინში 4 თვემდე ვადით და ცხოველის მფლობელს დაეკისროს ფინანსური გადასახადები.
ცხოველების, კერძოდ ძაღლის აშშ-ში შესაყვანად საჭიროა, რომ ის აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობა, ვაქცინაციის სტატუსი და შესაბამისი დოკუმენტაცია.
ასაკი: ძაღლი უნდა იყოს მინიმუმ 6 თვის ასაკის შესვლის ან დაბრუნების დროს აშშ-ში;
მიკროჩიპი: ძაღლს უნდა ჰქონდეს მიკროჩიპი, რომელიც იკითხება უნივერსალური სკანერით;
ვაქცინაცია : სავალდებულოა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა;
ჯანმრთელობის სერტიფიკატი : ზოგიერთი ავიაკომპანია და შტატი შეიძლება მოითხოვს ჯანმრთელობის სერტიფიკატს, რომელიც ვეტერინარიდან იყოს გაცემული კონკრეტული პერიოდის განმავლობაში.
ᲙᲐᲜᲐᲓᲐ
კანადაში ცხოველთან ერთად მოგზაურობისას საზღვარზე შესაბამისი დოკუმენტაციის ფლობაა აუცილებელი. მაგალითად, ძაღლის გადაყვანის შემთხვევაში აუცილებელია:
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი;
ძაღლი უნდა იყოს ჯანმრთელი და აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირების მოთხოვნებს.
ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲠᲘ
ევროკავშირი აადვილებს ცხოველთა ნერთად მოგზაურობას ევროკავშირის სხვა ქვეყანაში. ცხოველთან ერთად მოგზაურობისას აუცილებელია:
მიკროჩიპი – ცხოველს უნდა ჰქონდეს ჩიპი ან მკაფიოდ წასაკითხი ტატუ, რომელიც 2011 წლის 3 ივლისამდეა გაკეთებული;
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა;
ჭიის საწინააღმდეგო მკურნალობა;
ცხოველის პასპორტი ან ცხოველის ჯანმრთელობის სერტიფიკატი.
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
🗒️ პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.