მწვანე ბარათის (DV Lottary) გათამაშების რეგისტრაციისთვის, აპლიკაციის შევსების დროს, აუცილებად ყურადღება მიაქციეთ, ქვემოთ მოყვანი საკითხებს:
ოჯახური მდგომარეობა
შვილების შესახებ იფნორმაცია
განათლება
ელ.ფოსტა
აპლიკაციის რეგისტრაციის დასტურის კოდი და თვითონ აპლიკაცია
აუცილებლად მიუთითეთ კანონმდებლობით, ოფიციალურად რა სტატუსიც გაქვთ. თუკი ასე არ მოიქცევით, მოხდება თქვენი აპლიკაციის დისკვალიფიკაცია. მოგების შემთხვევაში, თქვენ, უარს გეტყვიან მწვანე ბარათის მოცემაზე.
ოჯახური მდგომარეობის ნაწილში აპლიკაციაში გვხვდება შემდეგი კითხვები:
აუცილებელია, მიუთითოთ მეუღლის სრული სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, დაბადების ქალაქი, დაბადების ქვეყანა და ფოტოსურათი, რომელიც შეესაბამება პროგრამის მოთხოვნებს. თუ განაცხადში არ მიუთითებთ ოფიციალურ მეუღლეს ან მიუთითებთ პიროვნებას, რომელიც ოფიციალურად თქვენი მეუღლე არ არის, თქვენი და თქვენი განაცხადი გაუქმდება. თუ ოფიციალურად არ ხართ გაშორებული თქვენს მეუღლეს, მაგრამ ერთად არ ცხოვრობთ და დაშორდით, მაინც უნდა მიუთითოთ აპლიკაციაში. ოფიციალური გაშორება არის გარკვეული კანონიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვილი დაქორწინებული რჩება, მაგრამ ცხოვრობს ცალცალკე. თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ხართ ოფიციალურად გაშორებულები, თქვენი მეუღლე ვერ შეძლებს ამ პროგრამის ფარგლებში თქვენთან ერთად აშშ-ში ემიგრირებას. თქვენ დისკვალიფიკაცია არ გემუქრებათ თუ გადაწყვეტთ, რომ მიუთითოთ მეუღლე, რომელთანაც ოფიციალურად გაშორებული ხართ. თუ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე არ ხართ ოფიციალურად გაშორებული, აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი მეუღლე თუნდაც აპირებდეთ განქორწინებას მწვანე ბარათის ვიზის მიღებამდე ან თუ თქვენი მეუღლე არ აპირებს იმიგრირებას. თუ თქვენი მეუღლე არის აშშ-ის მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი მაცხოვრებელი, არ მიუთითოთ იგი თქვენს განაცხადში. მეუღლე, რომელიც უკვე არის აშშ-ის მოქალაქე ან კანონიერი მაცხოვრებელი არ საჭიროებს ვიზის გაცემას. შესაბამისად, თუ მიუთითებთ “married and my spouse IS a U.S. citizen or U.S. LPR”, არ იქნებით ვალდებული, რომ შეავსოთ დამატებითი ინფორმაცია მეუღლეზე. მეტი ინფორმაციისათვის ოჯახის წევრების მითითების შესახებ იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების ნაწილი.
მეუღლე: თუ ოფიციალურად ხართ დაქორწინებული, უნდა მიუთითოთ თქვენი მეუღლე, მიუხედავად იმისა, ცხოვრობთ თუ არა ერთად, აპირებს თუ არა თქვენთან ერთად ემიგრაციას შეერთებულ შტატებში. თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი მეუღლე მაშინაც კი, თუ ამჟამად დაშორებული ხართ, თუ არსებობს იურიდიული განცალკევება. ეს არის შეთანხმება, როდესაც წყვილი რჩება დაქორწინებული, მაგრამ ცხოვრობს ცალკე, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. თუ თქვენ და თქვენი მეუღლე იურიდიულად ხართ განცალკევებული, თქვენი მეუღლე ვერ შეძლებს თქვენთან ერთად ემიგრაციას ამ პროგრამის ფარგლებში. თქვენ არ იქნებით დისკვალიფიცირებული, თუ მიუთითებთ მეუღლეს, რომელთანაც იურიდიულად ხართგანცალკევებული. თუ თქვენ იურიდიულად არ ხართ განცალკევებული სასამართლოს ბრძანებით, თქვენ უნდა შეიყვანოთ თქვენი მეუღლე მაშინაც კი, თუ თქვენ აპირებთ განქორწინებას ამ პროგრამაში მონაწილეობამდე და თუნდაც თქვენი მეუღლე არ არპირებდეს ემიგრირებას. თქვენი უფლებამოსილი მეუღლის არ შეყვანა აპლიკაციაში ან ისეთი პიროვნების შეყვანა, რომელიც არ არის კვალიფიცირებული, გამოიწვევს თქვენი განაცხადის დისკვალიფიკაციას. თუ სააპლიკაციო პერიოდში არ ხართ დაქორწინებული, მაგრამ აპირებთ დაოჯახებას მომავალში, არ მიუთითოთ მეუღლე თქვენს განცხადებაში, რადგან მოხდება თქვენი დისკვალიფიკაცია. თუ თქვენ განქორწინებული ხართ ან თქვენი მეუღლე გარდაცვლილია, თქვენ არ გჭირდებათ თქვენი ყოფილი მეუღლის მითითება. ამ მოთხოვნიდან ერთადერთი გამონაკლისი არის თუ თქვენი მეუღლე უკვე არის აშშ-ის მოქალაქე ან აშშ-ის კანონიერი მაცხოვრებელი. თუ თქვენი მეუღლე არის აშშ-ის მოქალაქე ან კანონიერი მაცხოვრებელი, ნუ მიუთითებთ თქვენს განცხადებაში. მეუღლე, რომელიც უკვე არის აშშ-ის მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი რეზიდენტი, არ საჭიროებს საიმიგრაციო ვიზას. ამიტომ, აირჩიეთ „married and my spouse IS a U.S. citizen or U.S. LPR“ თქვენს განაცხადში და ამის მერე ვერც შეძლებთ თქვენი მეუღლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეტანას.
შვილები: განაცხადის ფორმაში აუცილებელია ჩაწეროთ განაცხადის შევსების დროს 21 წლამდე ყველა დასაოჯახებელი შვილი, იქნება ეს თქვენი ბიოლოგიური შვილ(ებ)ი, თქვენი მეუღლის შვილ(ებ)ი ან კანონმდებლობის შესაბამისად ოფიციალურად ნაშვილები შვილ(ებ)ი. მიუთითეთ თქვენი შვილ(ებ)ი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ ცხოვრობენ თქვენთან ერთად ან არ აპირებენ თქვენთან ერთად გამგზავრებას აშშ-ში. მხოლოდ, არ მოგეთხოვებათ იმ შვილების მითითება, რომლებიც უკვე არიან აშშ-ის მოქალაქეები ან აქვთ აშშ-ში მუდმივი ცხოვრების კანონიერი უფლება. მათი მითითება არ არის სავალდებულო და თუ მაინც მიუთითებთ, ამის გამო დისკვალიფიკაცია არ გემუქრებათ. მშობლები და დედმამიშვილები არ არიან კვალიფიციური დამოკიდებული პირები მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზაზე და ისინი არ უნდა მიუთითოთ განაცხადში. ის ფაქტი რომ თქვენ მიუთითებთ თქვენი ოჯახის წევრებს განაცხადის ფორმაში, არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა შემოიტანონ განაცხადი ვიზაზე და გაემგზავრონ თქვენთან ერთად აშშ-ში. მაგრამ თუ თქვენ განაცხადში არ მიუთითებთ ოჯახის კვალიფიციურ წევრს, მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი განაცხადი დისკვალიფიცირებული იქნება გასაუბრების დროს. ეს მოთხოვნები ვრცელდება ოჯახის მხოლოდ იმ წევრებზე, რომლებიც გყავთ განაცხადის შევსების დროს და არა მათ, ვინც განაცხადის წარდგენის შემდგომ გახდნენ თქვენი ოჯახის წევრნი. განმცხადებლის მეუღლეს შეუძლია შეავსოს ცალკე განაცხადი, მიუხედავათ იმისა, რომ იგი უკვე იქნება თქვენი განაცხადის ფორმაში მითითებული. ორივე განაცხადი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც არიან თქვენზე დამოკიდებულები.
შვილების რაოდენობა- მიუთითეთ 21 წლამდე ცოცხალი, დასაოჯახებელი შვილ(ებ)ის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, დაბადების ქალაქი/სოფელი, დაბადების ქვეყანა. შვილები უნდა მიუთითოთ მიუხედავად იმისა ისინი თქვენთან ცხოვრობენ თუ არა და აპირებთ თუ არა მათ წაყვანას თქვენთან ერთად შეერთებულ შტატებში. ატვირთეთ თითოეული შვილის ინდივიდუალური ფოტოსურათი იმავე მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც თქვენს სურათზე მოითხოვება. აუცილებლად მიუთითეთ:
● ყველა ცოცხალი ბიოლოგიური შვილი,
● თქვენ მიერ კანონიერად აყვანილი ყველა ცოცხალი შვილი და
● ყველა ცოცხალი გერი, რომელიც პროგრამის განაცხადის შევსებისას 21 წლამდეა და დასაოჯახებელია.
შვილები უნდა მიუთითოთ მიუხედავად იმისა ოფიციალურ ქორწინებაში რჩებით თუ არა შვილის მშობელთან და იმის მიუხედავად შვილი თქვენთან ცხოვრობს თუ არა ან აპირებს თუ არა თქვენთან ერთად ემიგრაციაში წამოსვლას. დაოჯახებული შვილები და შვილები, რომლებიც უკვე 21 წლის ან მეტის არიან არ არიან კვალიფიციურნი, თუმცა ბავშვთა სტატუსის დაცვის კანონით დაშვებულია გამონაკლისები რიგ შემთხვევებში: თუ თქვენ განაცხადს შეიტანთ მანამდე, სანამ თქვენი დასაოჯახებელი შვილი 21 წლის გახდება ან თუ გახდება 21 წლის ვიზის გაცემამდე შესაძლებელია, სავიზო პროცედურებისათვის ის ჩაითვალოს 21 წელს ქვემოთ ასაკის მქონედ. შვილს, რომელიც უკვე აშშ-ის მოქალაქე ან კანონიერი მაცხოვრებელია, არ დასჭირდება საიმიგრაციო ვიზა. თქვენ არ იქნებით დისკვალიფიცირებული თუ მიუთითებთ ან არ მიუთითებთ ასეთ ოჯახის წევრს თქვენს განაცხადში. თუ თქვენ არ წარადგენთ ინფორმაციას თქვენი კვალიფიციური შვილის შესახებ ან წარადგენთ ინფორმაციას იმ ადამიანზე, რომელიც თქვენი შვილი არ არის, ეს გამოიწვევს თქვენი განაცხადის დისკვალიფიკაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების ნაწილი.
მინიმალური ზღვარი ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის არ არსებობს. მაგრამ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მოთხოვნების გამო, 18 წლამდე განმცხადებლების უმრავლესობა დისკვალიფიცირებული იქნება.
თქვენი განათლების ხარისხი დღეის მდგომარეობით. უნდა მიუთითოთ, რომელი შეესაბამება თქვენი განათლების ყველაზე მაღალ დონეს:
1) დაწყებითი განათლება
2) საშუალო სკოლა ატესტატის გარეშე
3) საშუალო სკოლა ატესტატით
4) პროფესიული ტექნიკური განათლება
5) არასრული უმაღლესი განათლება
6) დიპლომირებული უმაღლესი განათლება,
7) ასპირანტურა,
8) მაგისტრატურა,
9) დოქტორანტურა,
10) პროფესორი. განათლების მოთხოვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ხშირად დასმული შეკითხვების ნაწილს.
წარმოადგინეთ თქვენი ელფოსტის მისამართი, რომელზეც შეინარჩუნებთ წვდომას პროგრამის შედეგების გამოცხადების დროის ჩათვლით, მომდევნო წლის მაისში. თუ შეამოწმებთ Entrant Status Check-ს მაისში და გაიგებთ, რომ შეგარჩიეს, სახელმწიფო დეპარტამენტისგან მომდევნო შეტყობინებებს მიიღებთ თქვენს ელფოსტის მისამართზე, თუ საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების შესაძლებლობა გამოჩნდება. სახელმწიფო დეპარტამენტი არასდროს მოგწერთ ელფოსტით, რომ გაიმარჯვეთ მწვანე ბარათის პროგრამაში. იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების ნაწილი მეტი ინფორმაციისთვის.
მონაწილის სტატუსის შესამოწმებლად თქვენ უნდა გქონდეთ დასტურის ნომერი. ამჟამად პროგრამის ვებგვერდის ESC ნაწილში (Entrant Status Check- მონაწილის სტატუსის შემოწმება) ხელმისაწვდომია ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ აღადგინოთ თქვენი დასტურის ნომერი ელექტრონული ფოსტის იმ მისამართის მეშვეობით, რომლითაც თქვენ დარეგისტრირდით. აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები და კენტაკის საკონსულო ცენტრი ვერ მოგაწვდით ვერც თქვენი სტატუსის შესახებ ინფორმაციას და ვერც დასტურის ნომერს. (ეს, შესაძლებელია მხოლოდ მონაწილის სტატუსის შემოწმების- ESC აღდგენის ფუნქციის მეშვეობით). სახელმწიფო დეპარტამენტს არ შეუძლია შემოგთავაზოთ შერჩეულ პირთა სია, რომელიც სავიზო პროცესს გააგრძელებს.
კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით. 2024 წლის პროგრამის შედეგების გასაგებად უნდა შეხვიდეთ ელქტრონული პროგრამის ვებგვერდზე Electronic Diversity Visa და თქვენთვის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური ნომრის საშუალებით შეიტყოთ ხართ თუ არა შერჩეულთა შორის. სტატუსის შემოწმება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 6 მაისიდან, 2024 წლის 30 სექტემბრამდე. შერჩევის შემთხვევაში გადამისამართდებით დასტურის გვერდზე, სადაც განთავსებული იქნება ინსტრუქციები და ინფორმაცია გასაუბრებისა და სავიზო მოსაკრებლის ყველა პროცედურული საკითხის შესახებ. Entrant Status Check არის ერთადერთი წყარო, რომლითაც სახელმწიფოდეპარტამენტი შერჩეულ მონაწილეებს ატყობინებს სტატუსს. სახელმწიფო დეპარტამენტი არ გააგზავნის შერჩევის შეტყობინებას წერილობით ან ელფოსტით. აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები არ წარადგენენ შერჩეულთა სიას. განმცხადებლებს, რომლებიც არ შეირჩნენ, ასევე არ მიუვათ შეტყობინება, მათაც სტატუსი ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გადაამოწმონ. გირჩევთ, პირადად შეამოწმოთ თქვენი სტატუსი და შეტყობინებისთვის არ იყოთ დამოკიდებული სხვაზე. პროგრამაში შერჩეული განმცხადებელი ვიზის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს აშშ-ის კანონმდებლობაში გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. DS-260, ონლაინ საიმიგრაციო ვიზის აპლიკაციით ელექტრონულად და საკონსულო ოფიცერი პირადად დაგისვამთ კითხვებს აშშ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული საიმიგრაციო კვალიფიციურობის შესახებ. შეკითხვებს შორის იქნება კრიმინალსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. წარმატებული განმცხადებლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ვიზების გაცემა უნდა მოხდეს 2024 წლის 30 სექტემბრამდე. ამ თარიღის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტს არ შეუძლია, გასცეს საიმიგრაციო ვიზა თავად განმცხადებლისა თუ მისი ნებისმიერი ოჯახის წევრისათვის. შერჩევის პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების ნაწილი.
✅ პროფესონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პრცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
🗒️ პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.