ᲠᲐ ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲐᲐ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ?

საქართველოს მოქალქეებს აშშ-ში გასამგზავრებლად გვჭირდება შესაბამისი კატეგორიის ვიზა. ვიზის კატეგორია კი გამგზავრების მიზნობრიობიდან გამომდინარეობს. მაგალითად, თუ პირი აშშ-ში ტურისტულად მიემგზავრება, შეუძლია განაცხადი გააკეთოს B1/B2 კატეგორიის ვიზაზე, თუ სასწავლებლად F1 კატეგორიაზე და ა.შ. თუმცა, საქმიანი და სამუშაო ვიზები მოგზაურებში გარკვეულწილად დაბნეულობას იწვევს და ხშირშემთხვევაში გაიგივებულიც კია. დღეს ამ ბლოგში მოგიყვებით თუ რას  გულისხმობს  საქმიანი და სამუშაო ვიზები, რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ შეგვიძლია განაცხადი გავაკეთოთ თითოეულ მათგანზე?

ᲠᲐᲡ ᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲝᲑᲡ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲘ ᲕᲘᲖᲐ

საქმიანი ვიზის მისაღებად მნიშვნელოვანია მგზავრს ქონდეს ჩანიშნული აშშ-ში საქმიანი ვიზიტი, რაც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • მოგზაურობას მოკლე დროით, რისი მიზანიც უნდა იყოს შეხვედრები, გამოფენებში მონაწილეობის მიღება, მოლაპარაკებების წარმოება

  • ვიზიტი ადგილობრივი ორგანიზაციებიდან ანაზღაურების გარეშე ( ვიზიტის ფარგლებში მომწვევი ორგანიზაცია არ უნდა გიხდიდეთ ხელფასს)

  • მოწვევის წერილი, რომელსაც გიგზავნით მომწვევი ორგანიზაცია.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულება მოიცავს დროებით საქმიან ვიზიტს, რომელიც თავისმხრივ მოიცავს B1 კატეგორიის ვიზას. შესაბამისად, პირები, რომელსაც სურთ აშშ-ში გამგზავრება საქმიანი ვიზიტით, უნდა ფლობდნენ B1 კატეგორიის ვიზას, ან გაერთიანებულად B1/B2 კატეგორიას.

ᲠᲐ ᲔᲢᲐᲞᲖᲔᲑᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲘᲐᲠᲝ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲘ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ?

იმისათვის, რომ მიიღოთ აშშ-ს საქმიანი ვიზა, მნიშვნელოვანია სრულყოფილად გაიაროთ შემდეგი ეტაპები

💳 იხდით სავიზო მოსაკრებელს

📝ავსებთ ელექტორნული განაცხადის ფორმას (DS160)

✅ ნიშნავთ გასაუბრების თარიღს

🏛️ გადიხართ გასაუბრებას კონსულ-ოფიერთან, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ვიზის გაცემის თაობაზე.

ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კი მიიღებთ აშშ-ს საქმიან ვიზას, რომელზედაც მოლოდინის ოფიციალური დროა 4 სამუშაო დღიდან 10 სამუშაო დღემდე.

ᲠᲐᲡ ᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲝᲑᲡ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲕᲘᲖᲐ

პირები, რომლებსაც აშშ_ში დროებით, არამიგრანტის სტატუსით სურთ მუშაობა, უნდა ფლობდნენ აშშ-ს სამუშაო ვიზას. რისთვისაც, მნიშვნელოვანია აპლიკანტმა წარადგინოს დამსაქმებელი ორგანიზაციიდან მიღებული მოწვევის წერილი. შესაბამისად, სამუშაო ვიზიტის დროს, მგზავრი იღებს შესაბამის შრომით ანაზღაურებას და აქვს ქვეყანაში ხანგრძლივად მუშაობისა  და ცხოვრების უფლება.

ᲠᲐ ᲔᲢᲐᲞᲖᲔᲑᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲘᲐᲠᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ?

ისევე როგორც საქმიანი, ასევე, სამუშაო ვიზის მისაღებად საწის ეტაპზე უნდა გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი, შეავსოთ სპეციალური აპლიკაცია (DS160), შექმნათ პროფილი და ჩანიშნოთ გასაუბრების თარიღი.
პროფილის შექმნისა და თარიღის ჩასანიშნად, დაგჭირდებათ შემდეგი სამი მონაცემი:

📕 თქვენი პასპორტის ნომერი

💸 სავიზო მოსაკრებელის გადახდის ქვითრის ნომერი

✅ DS160 აპლიკაციის ნომერი

 ყველა ზემოთ ხსენებული პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ გადიხართ გასაუბრებას კონსულ-ოფიცერთან, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის თაობაზე.

ამრიგად, სამუშაო და საქმინი ვიზები სხვადასხვა მიზნობრიობით გაიცემა, სავიზო პროცესები კი ორივე შემთხვევაში მსგავსია. თუმცა, სამუშაო ვზის შემთხვევაში, მგზავრი იღებს შესაბამის შრომით ანაზღაურებას, რაც საქმიანი ვიზიტის დროს არ ხდება.

თუ სამუშაო ან საქმიან ვიზაზე აკეთებ განაცხადს და პროცესებთან დაკავშირებით დახმარება დაგჭირდება, იკონსული გთავაზობთ სრული სავიზო მომსახურების სერვისს ნებისმიერი კატეგორიის მიმართულებით.

Icon Icon
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება:

 პროფესონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პრცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

🗒️  პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️  დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

 პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲  ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.

სხვა პოპულარული თემები