DV Lottery ვიზა (DV), იგივე მწვანე ბარათის პროგრამა არის შესაძლებლობების კარი მრავალი ადამიანისთვის მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც სურთ აისრულონ თავიანთი ოცნებები, ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციით. თუმცა, ყველა განმცხადებელი ვერ ახერხებს ვიზის მიღებას. უარის მიზეზები შეიძლება განსხვავდებოდეს და ხშირად დაკავშირებულია აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის (U.S. Immigration and Nationality Act (INA)) კონკრეტულ მონაკვეთებთან და კრიტერიუმებთან.
დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით იმ გავრცელებულ მიზეზებზე, რომლებიც ხელს უშლის აპლიკანტებს საიმიგრაციო ვიზის მიღებაში.
ვიზის შეუსაბამობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზი არის კონტროლირებად ნივთიერებებთან კავშირი. იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212(a)(2)(C)(i) მუხლის თანახმად, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელზეც კონსულ-ოფიცერს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ აპლიკანტი არის ან მონაწილეობდა კონტროლირებადი ნივთიერებების უკანონო ვაჭრობაში. ეს მოიცავს როგორც უშუალო ჩართულობას, ასევე ამგვარი ქმედებების ხელშეწყობას.
ვიზაზე უარის თქმის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი არის „საჯარო გადასახადად“ გახდომის შესაძლებლობა. ეს ტერმინი ეხება იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, დაეყრდნობიან სახელმწიფო დახმარებას ან კეთილდღეობის პროგრამებს აშშ-ში. განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ, რომ მათ აქვთ საკმარისი ფინანსური საშუალებები ან მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილონ დამოკიდებულებები სახელმწიფო რესურსებზე.
აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის, მუხლის – 212(a)(4) მიხედვით, განმცხადებლები, რომლებიც სავარაუდოდ გახდებიან სახელმწიფო რესურსებზე დამოკიდებული პირები, შეიძლება უარი ეთქვათ ვიზაზე. თუმცა, კონტროლირებადი ნივთიერებების დარღვევებისგან განსხვავებით, ხშირად არსებობს ამ კატეგორიაში გასაჩივრების შესაძლებლობა. რაც მოიცავს ქეისის ახლიდან გადახედვას და უარის მიზეზის უგულებელყოფას. ამ შემთხვევაში განმცხადებლებს შეუძლიათ, რომ მიაწოდონ ფინანსური სტაბილურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ან მოიძიონ სპონსორი საკონსულოს მიერ მითითებული პრობლემების გადასაჭრელად.
DV პროგრამის ფარგლებში, არსებული ორი მიზეზის გარდა, სხვა ფაქტორებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ვიზაზე უარი.
არსებული ფაქტორებია:
ჯანმრთელობა და დაავადებები: განმცხადებლები გარკვეული გადამდები დაავადებებით ან ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებით შეიძლება ჩაითვალონ არაკვალიფიციურად.
კრიმინალური წარსული/საქმიანობა: გარკვეული დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებმა შეიძლება განმცხადებლების დისკვალიფიკაცია გამოიწვიოს.
თაღლითობა: განაცხადის პროცესში მცდარი ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს სამუდამო დისკვალიფიკაცია.
არასრული დოკუმენტაცია: საჭირო დოკუმენტების წარუდგენლობამ ან არა ზუსტი ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს ვიზის გაცემას.
ვიზაზე დისკვალიფიკაციის შემდეგ, ერთ-ერთი შესაძლებლობაა იმის დადგენა, გენიჭება თუ არა ვიზაზე გასაჩივრების უფლებამოსილება. რომელიც მოიცავს ქეისის ხელახალ გადახედვას და უარის მიზეზის გაბათილებას. განმცხადებლებს შეუძლიათ და აქვთ შესაძლებლობა გააქარწყლონ მიღებული უარი. თუმცა, უფრო სერიოზული დარღვევებისას, როგორიცაა კონტროლირებად ნივთიერებებთან კავშირი ან კონტრაბანდაში ჩართულობა, უარი არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
თუ შენი სავიზო განაცხადი უარყოფილია, აუცილებელია დაადგინო გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები. გასათვალისწინებელია რამდენიმე ნაბიჯი:
გადახედე უარის ფურცელს: უარის შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის უარის ფურცელზე, რომლის მიხედვითაც შენ არაკვალიფიციური აღმოჩნდი. ეს დაგეხმარება პრობლემის ზუსტად ამოცნობაში და გადაჭრაზე მუშაობაში.
მოიძიე იურიდიული დახმარება: საიმიგრაციო მიმართულების ადვოკატებს შეუძლიათ დაგაკვალიანონ იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა შენი დისკვალიფიკაციის განხილვა ან გასაჩივრება.
გამოიკვლიე უარის თქმის მიზეზი : დისკვალიფიკაციის გარკვეული მიზეზების მიხედვით, გამოიკვლიე შეგიძლია თუ არა მისი გაბათილება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით.
მოერიდე გადავადებას: თუ საჭიროა ქეისის ხელახალი გადახედვა ან დამატებითი დოკუმენტაციის გადაგზავნა, დაუყოვნებლივ წარადგინე იგი. მოცემულ ვადაში დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს შენი სავიზო განაცხადის შეწყვეტა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საიმიგრაციო ვიზაზე უარის მიღება შეიძლება გულგასატეხი იყოს, გადამწყვეტია ძირითადი მიზეზების გაგება და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა. აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212(a)(2)(C)(i) და 212(a)(4) მუხლების მიხედვით დანაკლისები საემიგრაციო ვიზის განმცხადებლებისთვის ყველაზე გავრცელებულ კატეგორიებია. აშშ-ს სავიზო სისტემის მკაცრი მოთხოვნების მიხედვით და ნებისმიერი პოტენციური საკითხის ადრეული გადაჭრით და მოგვარებით, განმცხადებლებს შეუძლიათ გაზარდონ წარმატების შანსები და მიუახლოვდნენ მათ ოცნებას – შეერთებულ შტატებში ცხოვრებას.
ავტორი: მარიამ სანადირაძე
✅ პროფესონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პრცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
🗒️ პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.