ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲖᲐ ᲕᲘᲖᲐᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐᲛᲓᲔ

ევროპის კავშირი, იგივე ევროკავშირი ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფაა ერთიან, შიდა ბაზარზე. ამჟამად ევროკავშირი აერთიანებს 27 ქვეყანას, მისი წევრობა კი შეუძლია იმ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც იზიარებს მის  პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს, აღიარებს კანონის უზენაესობას, პლურალისტურ დემოკრატიას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებსა და გააჩნია გამართული, კონკურენტუნარიანი  საბაზრო ეკონომიკა.

ევროკავშირის ეფექტური ფუნქციონირებისა და წევრი ქვეყნების ინტერესების დასაცავად არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები, რომელთა მიზანია მიიღონ გადაწყვეტილებები, შეიმუშაონ და განახორციელონ კანონმდებლობა, მართონ ბიუჯეტი და უზრუნველყონ ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა.

დღეს ამ სტატიაში განვიხილავთ ევროკავშირის 4 ძირითად ინსტიტუტსა და წევრი ქვეყნების მიერ განვლილ გზას ვიზალიბერალიზაციამდე

ევროკავშირს რამდენიმე ინსტიტუტი გააჩნია, თუმცა არსებობს ოთხი ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტი, რომელთაც აკისრიათ განსხვავებული როლები, ესენია:

:flag_eu: ევროპის პარლამენტი (the European Parliament)

:flag_eu: ევროპული საბჭო (the European Council )

:flag_eu: ევროპის კავშირის საბჭო (the Council of the European Union)

:flag_eu: ევროკომისია (the European Commission)

განვიხილოთ თითოეული ინსტიტუტის არსებობის მიზანი და უფლებამოსილებები:

ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘ (THE EUROPEAN PARLIAMENT)

ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ევროპის პარლამენტია, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომლის წევრებიც არჩეულნი არიან პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით.

:dart: რას აკეთებს ევროპის პარლამენტი?

ევროპის პარლამენტს აქვს სამი ძირითადი როლი:

  • საკანონმდებლო

  • სადამკვირვებლო

  • საბიუჯეტო

ჩვეულებრივი პარლამენტებისგან განსხვავებით, ევროპის პარლამენტის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი არ ახდენს მთავრობის ფორმირებას, ვინაიდან მთავრობა, ჩვეულებრივი გაგებით, ევროკავშირში არ არსებობს. ევროპის პარლამენტის სხდომები იმართება ბრიუსელში, სტრასბურგსა და ლუქსემბურგში. სხდომებს უძღვება ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა.

ევროპული საბჭო (The European Council )

ევროპული საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკურ მიმართულებასა და პრიორიტეტებს, რის გამოც წარმოადგენს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის ევროკომისიის პრეზიდენტიც.

:dart: რას აკეთებს ევროპული საბჭო?

  • წყვეტს ევროკავშირის საერთო მიმართულებასა და პოლიტიკურ პრიორიტეტებს – მაგრამ არ იღებს კანონებს

  • განიხილავს რთულ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც შეუძლებელია მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ქვედა დონეზე

  • ადგენს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესებისა და თავდაცვის შედეგების გათვალისწინებით

  • წარადგენს და ნიშნავს კანდიდატებს ევროკავშირის დონის გარკვეულ როლებზე, როგორიცაა მაგალითად ECB

ევროპული საბჭო ჩვეულებრივ იკრიბება წელიწადში 4-ჯერ. თუმცა, პრეზიდენტს შეუძლია დამატებითი შეხვედრების მოწვევა გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში.

ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲡᲐᲑᲭᲝ (THE COUNCIL OF THE EUROPEAN UNION)

ევროპის კავშირის საბჭოში, რომელიც არაფორმალურად ასევე ცნობილია როგორც საბჭო, იკრიბებიან ევროკავშირის თითოეული ქვეყნის მთავრობის მინისტრები, რათა განიხილონ და მიიღონ კანონები და კოორდინაცია გაუწიონ პოლიტიკას. საბჭოს სხდომები იმართება ბრიუსელში, გარდა აპრილის, ივნისისა და ოქტომბრისა როდესაც სხდომები იმართება ლუქსემბურგში.

:dart: რას აკეთებს ევროპის კავშირის საბჭო?

  • აწარმოებს მოლაპარაკებებსა და იღებს ევროკავშირის კანონებს, ევროპარლამენტთან ერთად, ევროკომისიის წინადადებების საფუძველზე.

  • კოორდინაციას უწევს ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკას

  • ავითარებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით

  • დებს ხელშეკრულებებს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის

  • იღებს ევროკავშირის წლიურ ბიუჯეტს – ევროპარლამენტთან ერთად

ევროპის კავშირის სხდომები ძირითადად იმართება ბრიუსელსა და ბელგიაში

ᲔᲕᲠᲝᲙᲝᲛᲘᲡᲘᲐ (THE EUROPEAN COMMISSION)

ევროკომისია არის ევროკავშირის პოლიტიკურად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ევროპული კანონმდებლობის წინადადებების შედგენაზე და ახორციელებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებს.

:dart: რას აკეთებს ევროკომისია?

  • აინიცირებს ახალ კანონებს

  • მართავს ევროკავშირის პოლიტიკასა და გამოყოფს ევროკავშირის დაფინანსებას

  • აღასრულებს ევროკავშირის კანონებს

  • წარმოადგენს ევროკავშირს საერთაშორისო დონეზე

ევროკომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს. ასევე, პრეზიდენტთან ერთად ინიშნება და მტკიცდება კომისიის სხვა წევრებიც. ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტია ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ამრიგად, ევროკავშირის ინსტიტუტები შექმნილია ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირებისა და წევრი ქვეყნების ინტერესების დასაცავად. ევროპის პარლამენტი, ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო და ევროკომისია ოთხი მთავარი ინსტიტუტია, რომლებიც ახორციელებენ საკანონმდებლო, სადამკვირვებლო და საბიუჯეტო ფუნქციებს, განსაზღვრავენ ევროკავშირის საერთო პოლიტიკურ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, წარმოადგენენ ევროკავშირს საერთაშორისო დონეზე და მართავენ პოლიტიკასა და ბიუჯეტს.

ᲕᲘᲖᲐᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ

ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის გზა დაიწყო 1985 წელს, როდესაც ხუთმა ქვეყანამ (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, გერმანია და საფრანგეთი) ხელი მოაწერა შენგენის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავდა საზღვრების გახსნასა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფას. 1995 წელს, შენგენის ზონა ოფიციალურად ამოქმედდა, რაც ნიშნავდა, რომ წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და ვიზიტორებს შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ ქვეყნებს შორის.

1990-იან და 2000-იან წლებში ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად შენგენის ზონაც გაფართოვდა. ეტაპობრივად, ევროკავშირმა დაიწყო შეთანხმებების გაფორმება არაწევრ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს შეთანხმებები მიზნად ისახავდა სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან სრულად მოხსნას კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის. წარმატებული მაგალითები მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანას.

ევროკავშირი განიხილავს ახალ პარტნიორებთან შეთანხმებებს და მუდმივად ამოწმებს არსებული რეჟიმების ეფექტურობას. მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, როგორიცაა მიგრაციის პრობლემები და უსაფრთხოების საკითხები, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას თავისუფალი გადაადგილების პრინციპების დაცვაზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაუმჯობესებაზე.

Icon Icon
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება:

✅  პროფესონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პრცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

🗒️  პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️  დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔  პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲  ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.

სხვა პოპულარული თემები