5 ᲡᲐᲖᲐᲤᲮᲣᲚᲝ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲐ

ივნისის დადგომასთან ერთად, აქტიური დასვენების სეზონი ოფიციალურად გახსნილად ითვლება. საქართველოს მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ტურიზმის გეოგრაფია ყოველწლიურად ფართოვდება, რაც სავიზო პროცედურების ლიბერალიზაციისა და ციფრული სერვისების განვითარების დამსახურებაა. თუმცა, ეგზოტიკური მიმართულებების შერჩევისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სავიზო რეგულაციების წინასწარი და ზუსტი ცოდნა.

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ 5 პოპულარულ საზაფხულო მიმართულებას, სადაც მოგზაურობა გამარტივებული ბიუროკრატიული პროცესებით არის შესაძლებელი.

ᲘᲜᲓᲝᲜᲔᲖᲘᲐ, ᲑᲐᲚᲘ

ინდონეზია, განსაკუთრებით კი ბალი, ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. ქვეყანაში შესასვლელად მოქმედებს ელექტრონული ვიზის სისტემა. აპლიკანტებს ვისი აღების ორი ძირითადი გზა აქვთ:

  • დამოუკიდებელი რეგისტრაცია: განაცხადი ივსება ინდონეზიის საიმიგრაციო სამსახურის პორტალზე. აუცილებელი პირობაა მინიმუმ 2,000 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო ნაშთის დადასტურება. სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 65 აშშ დოლარს. გასათვალისწინებელია, რომ ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზების გამო, პროცესი ხშირად რთულდება.

  • ავტორიზებული სააგენტოს მომსახურება: რეგისტრაცია ინდონეზიაში აკრედიტებული კომპანიის მეშვეობით, ვიზის მიღება ხდება 6-7 სამუშაო დღეში. აღნიშნული ფორმა გამორიცხავს ტექნიკურ რისკებსა და ხარვეზებს.

ᲛᲐᲚᲓᲘᲕᲔᲑᲘ

თუ თქვენი პრიორიტეტი მინიმალური ბიუროკრატიაა, მალდივის რესპუბლიკა იდეალური არჩევანია. აქ ტურისტული ვიზა უშუალოდ საზღვრის გადაკვეთისას, ჩასვლისთანავე გაიცემა. 30-დღიანი პერიოდი სრულიად საკმარისია სრულფასოვანი დასვენებისთვის. აღნიშნული ტიპის ვიზა არ საჭიროებს წინასწარ რთულ აპლიკაციებს; თქვენ მხოლოდ მოქმედი პასპორტი და მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტები დაგჭირდებათ, რაც ამ მიმართულებას სპონტანური დასვენების მოყვარულთათვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

ᲙᲣᲑᲐ

კუბა მოგზაურებს გამარტივებულ ელექტრონულ სისტემას სთავაზობს, რაც პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. კუბის ვიზა ერთჯერადია და მისი გამოყენება გაცემიდან მთელი 12 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. თავად ვიზა 90 დღით გაიცემა, თუმცა თუ კუნძულზე დარჩენას უფრო დიდხანს გადაწყვეტთ, ადგილობრივ საიმიგრაციო სამსახურში მისი კიდევ 90 დღით გახანგრძლივებაა დასაშვები.

ᲘᲐᲛᲐᲘᲙᲐ

იამაიკაზე მოსახვედრად სავიზო პროცესი ჩასვლის პორტში სრულდება, თუმცა მას თავისი სპეციფიკა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვიზა ადგილზე გაიცემა, აპლიკანტებმა გამგზავრებამდე აუცილებლად უნდა შეავსონ სავიზო აპლიკაცია და დოკუმენტაცია ჩასვლის პორტში წინასწარ გაგზავნონ. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ საზღვარზე ფორმალური პროცედურები შეფერხების გარეშე გაიაროთ და ქვეყანაში შესვლის ნებართვა ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღოთ.

ᲡᲔᲘᲨᲔᲚᲘᲡ ᲙᲣᲜᲫᲣᲚᲔᲑᲘ

სეიშელის კუნძულები, საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მიმართულებაა. აქ ტურისტული ვიზიტით მყოფი პირებისთვის ვიზა საერთოდ არ არის საჭირო, რაც საგრძნობლად ამარტივებს მოგზაურობას. ერთადერთი აუცილებელი პირობა ავტორიზაციის ელექტრონული ფორმის შევსებაა, რომელიც სტანდარტულ საინფორმაციო პროცედურას წარმოადგენს და გამგზავრებამდე ონლაინ რეჟიმში სრულდება.

მოგზაურობის დაგეგმვისას გახსოვდეთ, რომ სავიზო რეგულაციების სიზუსტე თქვენი მშვიდი დასვენების გარანტიაა. იკონსული მზად არის დაგეხმაროთ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში, რათა თქვენი საზაფხულო თავგადასავალი მხოლოდ სასიამოვნო ემოციებთან იყოს დაკავშირებული.

თქვენ იმოგზაურეთ, ვიზაზე ჩვენ ვიზრუნებთ!

Icon Icon
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება:

✅  პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

🗒️  პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️  დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔  პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲  ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.

სხვა პოპულარული თემები